ალჟირში ტყის ხანძრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 65-მდე გაიზარდა

ალჟირში ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 65-მდე გაიზარდა, მანამდე 42 გარდაცვლილის შესახებ ვრცელდებოდა ინფორმაცია.

დაღუპულთაგან 28 სამხედროა, 37 – სამოქალაქო პირი.

როგორც მანამდე იყო ცნობილი, ჯარისკაცები მოქალაქეების გადარჩენის დროს დაიღუპნენ ტიზი-უზუს პროვინციაში.

ხანძრის გავრცელებას ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი უწყობს ხელს. ადგილობრივი ხელისუფლების მიერ შექმნილია საგამოძიებო კომისია, რომელიც ხანძრის მიზეზს იძიებს.

კომისია ხანძრის ხელოვნურად გაჩენის ფაქტსაც განიხილავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები