ისრაელში მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტების რაოდენობა იზრდება  

ისრაელში კორონავირუსით ინფიცირების 5755 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო ერთ დღეში 127 010 ტესტი ჩატარდა.

ამჟამად, ქვეყანაში 400 პაციენტი მძიმე მდგომარეობაში იმყოფება, მათგან 62 ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზეა მიერთებული.

ისრაელში სულ პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 6580  ადამიანი ემსხვერპლა.

რაც შეეხება ვაქცინაციას, 5 822 097 აცრილია ერთი დოზით; 5 403 357 – ორი; ხოლო 654 051 – სამი დოზით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები