ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსს კიდევ 4 პაციენტი შეეწირა

ოკუპირებულ აფხაზეთში ერთ დღეში კორონავირუსს 4 პაციენტი: 38, 74, 79 და 82 წლის პაციენტები ემსხვერპლნენ. ჯამურად, პანდემიის გავრცელებიდან დაავადებამ 334 ადამიანი იმსხვერპლა.

ვირუსი კიდევ 105 ადამიანს დაუდასტურდა, სულ 23 199 შემთხვევაა.

ამჟამად, გუდაუთის საავადმყოფოში 159 პაციენტი მკურნალობს, მათგან 34-ის მდგომარეობა მძიმეა; სოხუმში 39 პირია მოთავსებული, 15 მძიმე მდგომარეობაში; ოჩამჩირეში 25; გაგრაში 37, 10 მძიმე მდგომარეობაში, ტყვარჩელში 13 კოვიდპაციენტი ჰყავთ.

დღეის მდგომარეობით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მძიმე მდგომარეობაში 59 ადამიანი იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები