NYT: საქართველო კორონავირუსის გავრცელების დინამიკით მსოფლიოში 1-ელ ადგილს იკავებს

საქართველო კოვიდ-19-ის გავრცელების დინამიკით 100 ათას მოსახლეზე უკანასკნელი ერთი კვირის მონაცემით, მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს.

The New York Times- ის მიერ გამოქვეყნებული ინტერაქტიული რუქის თანახმად, რომელიც Our World In Data-ს სტატისტიკას ეყრდნობა, საქართველოში, ბოლო შვიდი დღის განმავლობაში, ინფიცირების მაჩვენებელი საშუალოდ 3,758 შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ 100 ათასს მოსახლეზე ქვეყანაში 101 შემთხვევა ფიქსირდება.

სიაში საქართველოს მოსდევს კუნძული მენი, ფიჯი და კუბა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები