ექიმი – ეპიდსიტუაციაზე: გუშინ მივიღეთ 19 ახალი პაციენტი, ცხრამეტივეს მდგომარეობა იყო ძალიან მძიმე და საჭიროებდა ჟანგბადს მაღალი კონცენტრაციით 

“პაციენტები, რომლებიც შემოდიან კლინიკაში პრაქტიკულად არიან უკვე ძალიან მძიმე მდგომარეობაში”,- ამის შესახებ აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ინფექციური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლია გოლიაძე აცხადებს.

მისივე თქმით, რაც მეტია კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი, მით მეტია მძიმე პაციენტების რაოდენობაც.

“პაციენტები, რომლებიც შემოდიან კლინიკაში პრაქტიკულად არიან უკვე ძალიან მძიმე მდგომარეობაში. გუშინ მივიღეთ ჩვენ 19 ახალი პაციენტი და მინდა გითხრათ, რომ ცხრამეტივეს მდგომარეობა იყო ძალიან მძიმე და საჭიროებდა ჟანგბადს მაღალი კონცენტრაციით. თუ ასე გაგრძელდა და ასეთი მაჩვენებელი იქნა, კიდევ ერთხელ უნდა გავიაზროთ, რომ რაც მეტია დაავადებულთა რიცხვი, მით მეტი იქნება მძიმე პაციენტების რაოდენობა და ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება ამასთან გამკლავება”, – განაცხადა ლია გოლიაძემ “რუსთავი ორის” ეთერში საუბრისას.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები