„დიდგორის ბრძოლა – 900“ – საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება
12 აგვისტოს, 11:00 საათზე, თსუ საქართველოს ისტორიის ინსტიტუტი, დიდგორის ბრძოლასთან დაკავშირებით საერთაშორისო კონფერენცია გამართავს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, 900 წელი სრულდება საქართველოს ისტორიაში მომხდარი საეტაპო მოვლენიდან, რომელიც დიდგორის ბრძოლის სახელითაა ცნობილი.
დიდგორის ბრძოლა გახდა საქართველოს ერთიანობის სიმტკიცის საწინდარი, ქართულ-დასავლეთევროპული სამხედრო ურთიერთობის საწყისი და ქართული სამხედრო ხელოვნების სანიმუშო გამოვლენა.
აღნიშნული საერთაშორისო კონფერენცია სწორედ ამ მნიშვნელოვან მოვლენას ეძღვნება.
კონფერენცია გაიმართება ონლაინ. Zoom ID: 735 571 8668 (პაროლის გარეშე).