ევროკომისიამ, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში – საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსი, მოლდოვა და უკრაინა – ვაქცინაციის გააქტიურებისა და იმუნიზაციის კამპანიის გაფართოების მიზნით, დახმარებით პაკეტი 40-დან 75 მილიონ ევრომდე გაზარდა.
ინფორმაცია ევროკომისიის საიტზე განთავსდა.
მხარდაჭერის პირველი პაკეტი 40 მილიონი ევროს ოდენობით 6 ქვეყნისთვის თებერვალში გამოიყო. პროგრამის ფარგლებში მთელს რეგიონში 11 მილიონზე მეტი ერთეული პირადი დაცვის აღჭურვილობა, 12 ათასი ლაბორატორიული ნაკრები, 1,500-ზე მეტი ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატები, ჟანგბადის კონცენტრატორები და პულსოქსიმეტრები, ასევე 20 ათასზე მეტი PCR ტესტირების კომპლექტი იყო განაწილებული.
ახალი პაკეტით მოხდება ვაქცინების მიღების პროცესის დალაგება – ევროკავშირის გზით ვაქცინების გაცვლით, “კოვაქს” პლატფორმის მეშვეობით, თუ ვაქცინების მწარმოებლებისგან პირდაპირი შესყიდვის გზით.