ავსტრიაში კაფე ვაქცინირებულ კლიენტებს არ მოემსახურება

ზალცბურგში, შტროლ-ამ-ვოლფგანზის თემში, კაფეს მეპატრონემ კორონავირუსის ვაქცინირებული ადამიანების მომსახურებაზე უარი თქვა.
ინფორმაციას ადგილობრივი რადიოსადგური ORF Salzburg ავრცელებს.
თემის ბურგომისტრმა იოზეფ ვაიკინგერმა თქვა, რომ კაფეს მენეჯმენტის ამგვარი გადაწყვეტილება კანონს არ ეწინააღმდეგება, თუმცა მოსახლეობას კაფეში სტუმრობისგან თავის შეკავება ურჩია.
“ჩვენ შეგვიძლია ამაზე მხოლოდ გავიცინოთ, გამოვიტანოთ დასკვნები და მოვუწოდოთ ვიზიტორებს იქ არ იარონ, რადგან ეს არ შეესაბამება ჩვენ მიერ არჩეულ ქცევის ხაზს”, – თქვა ვაიკინგერმა.
კაფეში კომენტარისგან თავი შეიკავეს, თუმცა ზალცბურგის უნივერსიტეტის პროფესორმა სილვია ტრაუნვიზერმა თქვა, რომ “კოვიდ-19-ის პანდემია თავისი თანხლებით შედეგებით საზოგადოებას ყოფს”.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც აცრილებს მომსახურეობაზე უარს ეუბნებიან. მაგალითად, გასულ კვირას აშშ-ში, მისურის შტატში, ტაქსის კომპანიის მფლობელმა ვაქცინაციასთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოთქვა და თქვა, რომ არ აპირებს პირბადეში მყოფი კლიენტების მომსახურებას, ან აცრილი პირების.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები