ლიეტუვაში არავაქცინირებულთათვის დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებენ

ლიეტუვის პარლამენტთან არავაქცინირებული მოქალაქეებისთვის დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებენ.

Delfi-ს ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ სეიმი დღეს რიგგარეშე სხდომაზე შეიკრიბება. პარლამენტის შენობასთან შეკრებილები პერიოდულად პერფორმანსებს აწყობენ.

აქციის მონაწილეები სირენებით, შეძახილებითა და ტაშით ცდილობდნენ დეპუტატების ყურადღების მიქცევას. ხალხი სკანდირებს: “ძირს პარლამენტი!” ე.წ. “შესაძლებლობის პასპორტის”მიღება ლიეტუვაში მხოლოდ ვაქცინირებულ ადამიანებს, ან უარყოფითი პასუხის მქონე მოქალაქეებს შეუძლიათ.

ქვეყანაში “შესაძლებლობების პასპორტი” მაისიდან დაინერგა. მის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ საკარანტინო შეღავათებით. დოკუმენტის მოქმედების დასაწყისიდან იგი გადმოწერილია 700,000 ადამიანის მიერ.

ქვეყნის მთავრობა 13 სექტემბრიდან გეგმავს შეზღუდოს საკონტაქტო მომსახურების მიღება „შესაძლებლობის პასპორტების“არმქონე პირებისთვის, მათ შორის საზოგადოებრივი, საგარეუბნო, საქალაქთაშორისო ტრანსპორტით, ტაქსის სერვისებით სარგებლობა.

არავაქცინირებულ ადამიანებს, რომლებსაც არც ტესტი აქვთ გაკეთებული, შეეძლებათ შევიდნენ მხოლოდ პატარა მაღაზიებში, მათ არ ექნებათ შესაძლებლობა იარონ სავაჭრო ცენტრებში, სილამაზის სალონებში, კვების ობიექტებში, გასართობ ადგილებში ან დაესწრონ მასობრივ ღონისძიებებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები