კალაძე: ხელფასების მატებასთან დაკავშირებით, პრემიერის გადაწყვეტილება სწორი იყო

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიესალმება პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებას საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანებისთვის ხელფასის მომატებასთან დაკავშირებით. კალაძის აზრით, ხელფასები ნამდვილად გასაზრდელია, მათ შორის, მერების.

„ხელფასების მატებასთან დაკავშირებით, პრემიერის გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანი და სწორი იყო. ეს გადაწყვეტილება დიდი ხნის წინ არის მიღებული. დედაქალაქის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლებისთვის ხელფასების მატებაზე განცხადებას ხვალ გავაკეთებ. ხელფასები ნამდვილად გასაზრდელია, მათ შორის მერების. აქ მხოლოდ რეგიონებზეა საუბარი, ვინაიდან ძალიან დიდია სხვაობაა დედაქალაქსა და რეგიონებს შორის, რაც არასწორია. საჯარო სამსახურში დასაქმებული ადამიანებისთვის, რომლებიც ძალიან ბევრ სამუშაოს ასრულებენ, რა თქმა უნდა, მნიშნველოვანია ხელფასების მატება და ეს იყო სწორი გადაწყვეტილება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები