ვახტანგ მეგრელიშვილი: ოპოზიციის მხრიდან საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერა არავის გადაუფიქრებია, რაც იმას ნიშნავს, რომ გადამწყვეტი “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებაა
“გირჩის” ლიდერის, დეპუტატის ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერა ოპოზიციის მხრიდან ჯერჯერობით არავის გადაუფიქრებია.
მისივე თქმით, გადამწყვეტი “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებაა.
“საინტერესოა, აპირებენ თუ არა პირობის დარღვევას. ამ თემაზე მკაფიო განცხადება არ მოგვისმენია. ჯერჯერობით ოპოზიციის მხრიდან საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერა არავის გადაუფიქრებია, რაც იმას ნიშნავს, რომ გადამწყვეტი “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებაა”, – აღნიშნა მეგრელიშვილმა.