ბერლინში დიჯეების მონაწილეობით “ვაქცინაციის ღამე” მოაწყვეს

ბერლინში ასობით ადამიანმა პირველ “ვაქცინაციის ხანგრძლივ ღამეში” მიიღო მონაწილეობა, რომელიც დიჯეებისა და ტექნო ბენდების თანხლებით მიმდინარეობდა.

მედიის ინფორმაციით, ღონისძიება “არენა ბერლინის” კომპლექსში ჩატარდა. ყველა მსურველს შეეძლო წვეულებაზე მისვლა, რომლის დროსაც წითელი ჯვარი დამსწრეების კორონავირუსისგან ცრიდა.

მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზატორებმა ღონისძიება წარადგინეს როგორც “ვაქცინაციის წვეულება”, ვაქცინაცია მიმდინარეობდა კორონავირუსის საწინააღმდეგო ყველა წესის დაცვით – ნიღბების ტარებითა და დისტანციის დაცვით.

კომპლექსის შესასვლელთან, ძირითადად ახალგაზრდებს აფრთხილებდნენ, რომ ცეკვა და ზეიმი აკრძალულია, თუმცა, ვაქცინაციის შემდეგ, ყველამ მიიღო გამაგრილებელი სასმელი, ხოლო ადგილზე მისულების განწყობაზე 19 დიჯეი ზრუნავდა.

კამპანია “ვაქცინაციის გრძელი ღამე” გერმანიის დედაქალაქში 11 და 13 აგვისტოს ღამითაც ჩატარდება.

ღონისძიების ორგანიზატორია წითელი ჯვარი, ბერლინის სენატი და “ბერლინის კლუბების კომისიის” გაერთიანება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები