შალვა პაპუაშვილი: მას შემდეგ, რაც შარლ მიშელის შეთანხმების ანულირება მოხდა, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში წინასწარ ცნობილი შედეგით არ შევდივართ

“მას შემდეგ, რაც შარლ მიშელის შეთანხმების ანულირება მოხდა, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში წინასწარ ცნობილი შედეგით არ შევდივართ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კონსენსუსია საჭირო.

“საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საჯარო განხილვა იწყება. შეხვედრები 16-17 აგვისტოს გაიმართება. 18 აგვისტოს საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია განხილვის პროცედურას დაასრულებს, რის შემდეგაც საპარლამენტო განხილვები დაიწყება. მთავარია ის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები სიღრმისეული და არგუმენტირებული განხილვის საგანი იყოს. მას შემდეგ, რაც შარლ მიშელის შეთანხმების ანულირება მოხდა, ამ განხილვებში წინასწარ ცნობილი შედეგით არ შევდივართ. განხილვებს არგუმენტების გაცვლის სურვილით ვიწყებთ. აქედან გამომდინარე, ყველა საერთო გადაწყვეტილებას მივიღებთ, ვინაიდან როგორც იცით, “ქართულ ოცნებას” საკონსტიტუციო უმრავლესობა არა აქვს. ამიტომ ფართო კონსენსუსია საჭირო”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები