ვაშინგტონის შტატში საჯარო მოხელეებისა და მედიცინის მუშაკებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდა
აშშ-ში, ვაშინგტონის შტატში კორონავირუსისგან აცრა სავალდებულო გახდა საჯარო სექტორისა და ჯანდაცვის მუშაკების უმეტესობისთვის.
შესაბამისი გადაწყვეტილება შტატის გუბერნატორმა ჯეი ინსლიმ მიიღო.
გავრცელებულ რელიზში ნათქვამია, რომ 18 ოქტომბრისთვის ვაქცინაცია უნდა გაიაროს შტატის აღმასრულებელი ხელისუფლების თანამშრომელთა უმრავლესობამ, მოხალისეებმა, სახელმწიფო და კერძო სექტორის მედიცინის მუშაკებმა, მათ შორის მათ, ვინც ხანდაზმულებს უვლის.
აღინიშნება, რომ ვაშინგტონის შტატში კორონავირუსის “დელტა” შტამის გავრცელების ფონზე, ყველა ოლქში ჰოსპიტალიზაციის მატებაა.