ანზორ ერქომაიშვილი – 81: ვიდეოპრემიერა
10 აგვისტოს ქართული სიმღერის ლეგენდას და მოამაგეს, ანზორ ერქომაიშვილს 81 წელი შეუსრულდებოდა. ამ თარიღთან დაკავშირებით ფოლკლორის ცენტრის „ფეისბუქგვერდზე“ ვიდეოპრემიერა მიმდინარეობს – 2020 წლის 10 აგვისტოს ოზურგეთის დრამატული თეატრის თაღებში გაიმართა ანზორ ერქომაიშვილის 80 წლის აღსანიშნავი საიუბილეო კონცერტი. ამ კონცერტის ნახვა შესაძლებელია ფოლკლორის ცენტრის ფეისბუქგვერდზე.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან – ფოლკლორის ცენტრი და ფონდი „ქართული გალობა“.
„ხალხური სიმღერა მარადიულია, თუ თაობებს მიჰყვება”, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხ. ბმული: https://www.facebook.com/folklore.center/videos/567864521232619