თურქეთში სამგზავრო ავტობუსი გადაბრუნდა, ათობით დაშავებულია

თურქეთში, ანკარა-უსაკის გზატკეცილზე, უსაკის რეგიონში, სამგზავრო ავტობუსი გადაბრუნდა.

მედიის ინფორმაციით, ინციდენტის მიზეზი გახდა ის, რომ მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა.

მომხდარის შედეგად 30 ადამიანი დაშავდა.

ადგილზე სასწრაფო დახმარება, მაშველები და პოლიციაა მობილიზებული.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები