პენტაგონის გადაწყვეტილებით, აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო ხდება.
ინფორმაცია პენტაგონის საიტზე განთავსდა.
განკარგულება ძალაში 15 სექტემბრიდან შევა.
როგორც აშშ-ის თავდაცვის უწყების პრესმდივანმა ჯონ კირბიმ განაცხადა, სამხედროთა 73%-ზე მეტმა ვაქცინის, სულ მცირე ერთი დოზა უნდა მიიღოს. აშშ-ის ჯარში 1,3 მილიონამდე ადამიანი მსახურობს.
ქვეყნის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თავდაცვის მდივნის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა.
აშშ-ში კორონავრუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მოსახლეობის დაახლოებით 61%-მა მიიღო, რაც 330 მილიონ ადამიანს შეადგენს.
პანდემიის გავრცელებიდან აშშ-ში მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, სადაც ყველაზე მეტი ინფიცირებულია 35 916 486 ადამიანი და გარდაცვლილი 617 254 პაციენტი.
ასევე, კორონავირუსისგან ყველაზე დაზარალებული ქვეყნების ხუთეულში შედიან: ბრაზილია, ინდოეთი, რუსეთი და საფრანგეთი.
Ввод