კელი დეგნანი: ძალიან მნიშვნელოვანია, ვაქცინაციის პროცესი უფრო სწრაფი გახდეს

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაციის პროცესი უფრო სწრაფი გახდეს, რადგან ვხედავთ, რომ ყოველდღიურად, დაავადების შემთხვევები იზრდება”, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში დამატებით, „ფაიზერის“ ვაქცინის გარდა, შემოტანილია სხვა ვაქცინებიც.

„ძალიან მოხარული ვართ, რომ ვაქცინა საქართველოს საჩუქრად გადმოვეცით. ეს, რა თქმა უნდა, საკმაოდ დიდი რაოდენობაა და ჯერჯერობით, ბოლომდე არც გახარჯულა. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხერხდეს მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილის ვაქცინაცია და ამ ვაქცინის ადმინისტრირება. მე, როგორც ვიცი, საქართველოს ხელისუფლებამ დამატებით შეიძინა, როგორც „ფაიზერი,“ ასევე სხვა ვაქცინებიც და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი უფრო სწრაფი გახდეს, რადგან ვხედავთ, რომ ყოველდღიურად დაავადების შემთხვევები იზრდება და მნიშვნელოვანია, ეფექტური ვაქცინით აცრა“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები