საფრანგეთში კათოლიკე მღვდელი მოკლეს
საფრანგეთში, ვანდეის დეპარტამენტში კათოლიკე მღვდელი მოკლეს.
როგორც ქვეყნის შს მინისტრმა, ჟერალდ დარმანენმა სოციალურ ქსელში დაწერა, ის ინციდენტის ადგილზე მიემართება.
“სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებ ყველა კათოლიკეს ვანდეში მღვდლის დრამატული მკვლელობის შემდეგ. მე იქ მივდივარ”, – დაწერა მინისტრმა Twitter- ზე.
BFM TV-ს ინფორმაციით, რუანდელი მამაკაცი დღეს ჟანდარმერიაში მივიდა და მღვდლის მკვლელობა აღიარა. მედია აღნიშნავს, რომ ამ მამაკაცმა 2020 წელს ნანტში ტაძარს ცეცხლი მოუკიდა.