აფენის თემში, სტალინის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, აფენის თემში, სტალინის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას ლაგოდეხის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, 3 000 გრძ. მეტრი საავტომობილო გზის ასფალტო-ბეტონის დაგებასთან ერთად, მოწესრიგდება სანიაღვრე არხები და საკარმიდამო ნაკვეთებში გადასასვლელი მილ-ხიდები. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები