ალექსანდრე ლუკაშენკოს თქმით, ის ბელორუსის პრეზიდენტის თანამდებობას “ძალიან მალე დატოვებს”.
ამის შესახებ მან გადაცემაში – “პრეზიდენტთან დიდი საუბარი” შესაბამისი კითხვის საპასუხოდ თქვა.
“არ არის საჭირო მარჩიელობა, თუ როდის წავა ლუკაშენკო. ძალიან მალე”, – თქვა მან.
ლუკაშენკოს თქმით, ძალიან ბევრჯერ უფიქრია იმაზე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები რესპუბლიკაში სხვა ადამიანის მოსვლის შემდეგ, შემცვლელზე საკითხი კი ძალიან რთულია.
“მე შემეძლო პასუხის გაცემა, როგორც ეს ჩემმა კარგმა მეგობარმა და უფროსმა ძმამ, ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ პუტინმა გააკეთა: ვისაც აირჩევს ბელორუსი ხალხი, ის იქნება პრეზიდენტი. ეს მართლაც ასეა, ვისაც ხალხი აირჩევს. ამ დროს მე როგორ პოზიციას დავიკავებ – ჯერ ვერ ჩამოვყალიბდი. პატიოსნად გეუბნებით. ამაზე ვფიქრობ და ეს ბუნებრივია. ეს ხომ მარადიული თანამდებობა არ არის. ადამიანი ვარ “, – განაცხადა ბელორუსის ხელმძღვანელმა და დასძინა, რომ ზოგჯერ სურს, “მშვიდად იცხოვროს”, მაგრამ მერე ხვდება, რომ “მშვიდად სიკვდილამდე ვერ იცხოვრებს”.
ლუკაშენკოს თქმით, 15-20 კანდიდატს ხედავს, რომლებიც შესაძლოა, “პრეზიდენტობამდე გაიზარდონ” და მას გვანან ქვეყნისადმი ერთგულებაში.