დღეის მდგომარეობით, საქართველოდან განხორციელებული ატმისა და ვაშლატამას ექსპორტის ღირებულება 23.4 მლნ აშშ დოლარს შეადგენს

მიმდინარე წლის 1-ელი მაისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში საქართველოდან 25.9 ათასი ტონა ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი განხორციელდა, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ატმისა და ვაშლატამას ექსპორტის მოცულობა 7.6 ათასი ტონით (41%), ხოლო ღირებულება – 7.9 მლნ აშშ დოლარით (51%) გაიზარდა. ექსპორტი განხორციელდა რუსეთში (16,915), სომხეთში (7,688 ტონა), აზერბაიჯანში (269 ტონა), უკრაინაში (671 ტონა), ბელარუსში (119 ტონა), ყაზახეთში (95 ტონა), მოლდოვასა (116 ტონა) და სლოვენიაში (59 ტონა), – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები