ბათუმის დრამატული თეატრი დავით ალადაშვილსა და ლიზი რამიშვილს უმასპინძლებს
12 აგვისტოს, 20:00 საათზე, ბათუმის დრამატულ თეატრში პრემიერა გაიმართება.
„ჩვენთვის საამაყოა, რომ „კონცეპტArt“-ის მოძრავი ფესტივალის CA Goes To ფარგლებში ამჯერად ორ საოცარ მუსიკოსს წარმოგიგდგენთ. წარდგენა ალბათ არც სჭირდებათ, მაგრამ მაინც ვიტყვით, რომ 12 აგვისტოს სცენაზე იდგებიან: მრავალმხრივი და უნიკალური ნიჭით დაჯილდოებული პიანისტი დავით ალადაშვილი და არაერთი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი, აღიარებული ჩელისტი, უმშვენიერესი ლიზი რამიშვილი.
დათუნა და ლიზი პირველად გამოდიან სცენაზე ერთობლივი პროექტით.
ასე რომ, არ გამოტოვოთ დიდი პრემიერა ბათუმში“, – აღნიშნულია „კონცეპტArt“-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროექტი ბათუმის მერიის პატრონაჟითა და „სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ გენერალური პარტნიორობით ხორციელდება.