ამერიკელი ექსპერტები აშშ-ში კორონავირუსთან წარუმატებელ ბრძოლაზე საუბრობენ

აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა კვლავ 100 ათასს გადააჭარბა, ქვეყნის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტების ხელმძღვანელი ვაქცინაციის კამპანიის არასაკმარის ეფექტურობაზე მიანიშნებს.

უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში მაქსიმალური დღიური მატების ფონზე, ფრენსის კოლინზი ვირუსთან ბრძოლის სტრატეგიის ჩავარდნაზე ალაპარაკდა.

როგორც მან ტელეკომპანია ABC-ის ეთერში განაცხადა, ქვეყანა დღევანდელ სიტუაციაში არ აღმოჩნდებოდა ვაქცინაციის გაცილებით ეფექტური კამპანიის გამართვის შემთხვევაში.

მისივე თქმით, ახლა შეერთებულ შტატებს “საშინელი ფასის გადახდა” მოუწევს.

შეერთებულ შტატებში, ძირითადად, “დელტა” ვარიანტი ვრცელდება.

კოლინზის პროგნოზით ვითარება მას შემდეგ გაუარესდება, რაც სკოლებში მილიონობით მოსწავლე დაბრუნდება, თუ სასწავლო დაწესებულებებში პირბადის ტარება არ გახდება აუცილებელი.

ანალოგიური რეკომენდაციით გამოვიდა ქვეყნის დაავადებათა კონტროლი და განათლების მინისტრი, მიგელ კარდონი.

შეერთებულ შტატებში მოქალაქეთა 70%-ზე მეტს აქვს ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზა გაკეთებული, ასეთი მიზანი დაისახა ქვეყნის ახალმა პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბაიდენმა, თუმცა, ერთი თვის დაგვიანებით.

ვაქცინაციის სრული კურსი ყოველ მეორე ამერიკელს აქვს გავლილი, თუმცა, ზოგიერთ შტატში ეს მაჩვენებელი 40%-ს არ აღემატება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები