კალიფორნიის შტატში ტყის ხანძარს ებრძვიან, რომელიც, ოფიციალური პირების შეფასებით, შტატის ისტორიაში სიდიდით მეორე გახდა.
ხანძარმა “დიქსიმ”, რომელმაც სახელწოდება იმ გზის გამო მიიღო, საიდანაც დაიყო, უკვე გაანადგურა ქალაქი გრინვილი, სადაც 370 სახლი დაიწვა.
სახანძრო სამსახურში დღეს განაცხადეს, რომ მასშტაბური ტყის ხანძარი გაიზარდა და მხოლოდ 21%-ით არის ლოკალიზებული.
ამჟამად, გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა, საუბარია სულ მცირე 8 დაკარგულის შესახებ.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი დგინდება, თუმცა, Pacific Gas & Electric-ში განაცხადეს, რომ ამის მიზეზი შესაძლოა, გამხდარიყო ხე, რომელიც ელექტროგადამცემ ხაზს დაეცა.