Al Jazeera: თალიბებმა ავღანეთში უკვე მესამე პროვინციის ცენტრი დაიპყრეს ​

რადიკალური დაჯგუფება „თალიბანის“ წევრებმა ყუნდუზი დაიპყრეს – ავღანეთის პროვინციის დედაქალაქი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Al Jazeera ავრცელებს.

მათი ცნობით, ეს უკვე თალიბების მიერ დაკავებული მესამე პროვინციული დედაქალაქია უკანასკნელი სამი დღის განმავლობაში. ისინი ამტკიცებენ, რომ ყუნდუზში მათ პოლიციის შტაბი, გუბერნატორის სახლი და ქალაქის ციხე დაიპყრეს. ხოლო სამთავრობო ძალოვანი სტრუქტურები თავის მხრივ სამხედრო ბაზასა და აეროპორტს აკონტროლებენ, საიდანაც თალიბების საწინააღმდეგო მოქმედებებს ახორციელებენ. აღსანიშნავია, რომ სამხედროებმა ყუნდუზი 2015 და 2016 წლებშიც დაიპყრეს, მაგრამ მაშინ ავღანმა მეომრებმა მისი დახსნა მოახერხეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები