მინსკის მერი ქალაქის მაღაზიებიდან უკრაინული საქონლის ამოღებას ითხოვს
მინსკის სავაჭრო ქსელებმა „საუკეთესო დახლებიდან“ უნდა ამოიღონ იმ ქვეყნების საქონელი, რომლებმაც ბელორუსის წინააღმდეგ სანქციები შემოიღეს. ასეთი მოთხოვნა, მინსკის მერმა, ვლადიმერ კუხარევმა, რესპუბლიკის საბჭოს კრებაზე გააჟღერა.
„დღეს რიგმა ქვეყნებმა ჩვენს წინააღმდეგ სანქციები შემოიღეს – უკრაინამ, ლიტვამ, პოლონეთმა – მათი საქონელი კი (კანფეტები, ჩაი და სხვა) ჩვენს მაღაზიებში საუკეთესო თაროებზეა განთავსებული! ამიტომ ჩვენ მკაცრად დავუყენებთ მაღაზიათა ქსელებს საკითხს: ვითარება ან შეიცვლება ან, ჩვენ მივიღებთ ზომებს. თანაც ვფიქრობ, რომ ასეთი გადაწყვეტილება მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა მივიღოთ“,- აცხადებს ვლადიმერ კუხარევი.