საფრანგეთში პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნეს

საფრანგეთში, ქალაქ სენტ-ეტიენში 19 წლის ახალგაზრდამ სამართალდამცავებს, რომლებიც გამოძახების საფუძველზე მივიდნენ, ცეცხლი გაუხსნა.

პოლიციელები არ დაშავებულან, მაგრამ მსროლელი დაჭრილია და საავადმყოფოშია გადაყვანილი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რადიოსადგური France Bleu ავრცელებს.

მათი ცნობით, პოლიციამ მიიღო შეტყობინება, რომ ორი ადამიანი თავს პოლიციელად აჩვენებდა, ისინი აჩერებდნენ და ჩხრეკდნენ გამვლელებს. გამოძახებაზე მისვლისას, პოლიციელები სამართალდამრღვევების დაკავებას ცდილობდნენ, მაგრამ ერთ-ერთმა მათგანმა ცეცხლი გახსნა. შემდეგ კი პოლიციელებისგან გაქცევა სცადა, რა დროსაც მისი დამხმარე ადგილიდან მანქანით მიიმალა. სამართალდამცავებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს, შედეგად მსროლელი მუცლის არეში და ფეხში დაიჭრა. პოლიციელებმა მეორე დამნაშავე ქალაქიდან გასვლის მცდელობისას დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები