თავდასხმა ჩეხეთის მთავრობის ხელმძღვანელზე – პრემიერ-მინისტრს კვერცხი ესროლეს
ჩეხეთის სოფელ პრუგონიცეში, აქტივისტმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ანდრეი ბაბიშს, რომელიც პარლამენტის საშემოდგომო არჩევნების ფარგლებში აგიტაციას ატარებდა, კვერცხი ესროლა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „Е15“ ავრცელებს.
საარჩევნო აგიტაციის დროს აქტივისტებმა მიტინგი მოაწყვეს, ისინი რესპუბლიკაში მოქმედი საკარანტინო შეზღუდვების მოხსნას და ვაქცინაციის შეწყვეტას ითხოვენ. საპროტესტო აქციის დროს ქვეყნის პრემიერ-მინისტრს შეურაცხყოფდნენ. შემდეგ კი ერთ-ერთმა ბაბიშს კვერცხი ესროლა.
მომხდარის შემდეგ პოლიტიკოსის დაცვამ და სამართალდამცავებმა პრემიერ-მინისტრი ერთ-ერთ დახურულ შენობაში გადაიყვანეს, სადაც მან ავტოგრაფების დარიგება განაგრძო. არსებული ინფორმაციით კვერცხმა ბაბიშის და მის ირგვლივ მყოფი ორი ადამიანი ტანსაცმელი დასვარა. ორი აქტივისტი კი დააკავეს.