ანრი ოხანაშვილი: დღევანდელი დღე სავსეა ემოციებით, პირველ რიგში, სავსეა ტკივილით, დაკარგული სიცოცხლეების, დაკარგული ტერიტორიებისა და მცოცავი ოკუპაციის გამო
“13 წელი გავიდა საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე მძიმე მოვლენებიდან. დღევანდელი დღე სავსეა ტკივილით, დაკარგული სიცოცხლეების, დაკარგული ტერიტორიებისა და მცოცავი ოკუპაციის გამო”,- ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, დღევანდელი დღე სავსეა იმედით, რომ საქართველო გამთლიანდება.
“13 წელი გავიდა საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე მძიმე მოვლენებიდან.
დღევანდელი დღე სავსეა ემოციებით. პირველ რიგში, სავსეა ტკივილით, დაკარგული სიცოცხლეების, დაკარგული ტერიტორიებისა და მცოცავი ოკუპაციის გამო.
სავსეა უზომო პატივისცემით ჩვენი თავდადებული გმირებისადმი, რომლებიც სიცოცხლის ფასად იცავდნენ სამშობლოს.
სავსეა მხნეობითა და შემართებით, რომ ოკუპაცია უნდა დავასრულოთ მშვიდობიანი გზით, დიდი ძალისხმევითა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით.
და ბოლოს, სავსეა იმედით, რომ საქართველო აუცილებლად გამთლიანდება და ყველანი დავბრუნდებით საკუთარ სახლებში!”,- წერს ოხანაშვილი.