კულტურის სამინისტრო ინფრასტრუქტურული განვითარების დეპარტამენტის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის კონკურსს აცხადებს

6 აგვისტოს  საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ინფრასტრუქტურული განვითარების დეპარტამენტის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ვაკანსიაზე ღია კონკურსი გამოაცხადა. განაცხადების მიღების ბოლო ვადა 15 აგვისტოა.

აღნიშნულ პოზიციაზე აუცილებელია: ქონების მართვის ან/და ლოჯისტიკის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება.

მოვალეობებში სხვა ფუნქციებთან ერთად შედის: სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი ორგანიზაციების სამშენებლო და სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შედგენა, განხილვა, კორექტირება. სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი ორგანიზაციების სამშენებლო და სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებული საქმიანობის ზედამხედველობა, მონიტორინგი. ინფრასტრუქტურულ საკითხებთან დაკავშირებული შესყიდვის პროცედურებში მონაწილეობა. დეპარტამენტის დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებით და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობების შესრულება. ხელმძღვანელობის მიერ, კომპეტენციის ფარგლებში გაცემულ სხვა დავალებების შესრულება.

მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი თანამდებობრივი სარგო  2200 ლარს შეადგენს.

სამინისტრო მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ პირს, ვინც მოცემული პოზიციების შესაბამის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, მიიღონ მონაწილეობა ღია კონკურსში და წარმატებას უსურვებს ყველა აპლიკანტს. ვაკანსიის ბმული და დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ:  https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/66544?active=1&fbclid=IwAR3Gl2kFoyBPcFEXbxqLEZe900maGaqp6YUBABP2yhAdDuUlcOG3v8VGI-8

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები