სალომე ზურაბიშვილი: რუსეთი საბოლოოდ უნდა მივიდეს იმ დასკვნამდე, რომ აუცილებელია 2008 წელს აღებული ვალდებულებების შესრულება

“რუსეთი საბოლოოდ უნდა მივიდეს იმ დასკვნამდე, რომ აუცილებელია 2008 წელს აღებული ვალდებულებების შესრულება. ეს მოგვცემს საშუალებას, გადავიდეთ ურთიერთობების სხვა ეტაპზე, რასაც ჰქვია დიალოგის დაწყება”, – ამის შესახებ „შაბათის ქრონიკასთან“ ინტერვიუში პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

„დღეს 7 აგვისტოა, 13 წელი გავიდა ომის დაწყებიდან. მინდა, ვისარგებლო ამ გადაცემით და გავუზიარო მთელს საზოგადოებას ამ ქვეყნის დიდი ტკივილი, რასაც ჰქვია 13 წლის წინ დაწყებული ომი და ის ფაქტი, რომ დღესაც ჩვენი ტერიტორიები კვლავ ოკუპირებული რჩება. ეს არის ჩვენი საერთო ტკივილი და მინდა, ასევე განსაკუთრებულად მივუსამძიმრო დაღუპულ გმირთა ოჯახებს. ეს დღე ასევე იმედის დღეა, ვინაიდან ჩვენ არ შევეგუეთ და არ შევეგუებით ამ ფაქტს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები