ТАСС: რუსეთში მოქალაქემ კორონავირუსით ერთდროულად 1.5 ათასი ადამიანი დააინფიცირა

რუსეთში, ერთმა პაციენტმა კორონავირუსით ინფექციით ერთდროულად 1.5 ათასი ადამიანი დააავადა. ეს მაქსიმალური გავრცელებაა, რაც ქვეყანაში დაფიქსირებულა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ТАСС ქვეყნის ვირუსოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელის, ალექსანდრ სემენოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც მეცნიერი სტატისტიკაზე დაყრდნობით აცხადებს, საშუალოდ ერთი კოვიდ-პაციენტი 2-დან 3 ადამიანამდე აინციფირებს, ხოლო დელტა შტამით დაინფიცირებული 6-მდე ადამიანს.

„თუკი ადამიანი არ იცავს სოციალურ დისტანციას, არ იკეთებს პირბადეს, მეტროს გადავსებულ ვაგონში ჯდება, მიდის სამსახურში, ყველას ეხუტება და კოცნის, მაშინ მას აქვს შანს სუპერგამავრცელებელი გახდეს და ძალიან ბევრი ადამიანი დააინფიციროს“, – აღნიშნა სემენოვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები