საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი: ვითარება დღეს გაცილებით უკეთესია ვიდრე გუშინ

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა, განაცხადა, რომ ტყის ხანძრის ირგვლივ ვითარება დღეს გაცილებით გაუმჯობესებულია, მისი თქმით, ბრძოლა ერთდროულად ცეცხლის ყველა კერასთან უნდა გაგრძელდეს.

„დღევანდელი ვითარება გაცილებით უკეთესია, ვიდრე გუშინ. ჩვენ უნდა განვაგრძოთ კერების ინტენსიური ქრობა მეორედ აალების საფრთხე აღმოვფხვრათ“,- განაცხადა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა.

მან ასევე მადლობა გადაუხადა მეხანძრეებს, მოხალისეებს, პოლიცისა და სანაპირო დაცვას დაუღალავი შრომისთვის. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, პრიეორიტეტი პირველ რიგში ადამიანის სიცოცხლეს ენიჭება და შემდეგ უკვე სხვა მნიშნვნელოვან ობიექტებს.

შეგახსენებთ, რომ საბერძნეთში უკვე 10 დღეზე მეტია ანომალიურად მაღალი ტემპერატურა, 47 გრადუსი  ფიქსირდებოდა. შედეგად ქვეყნის მასშტაბით, ყოველდღიურად, ათობით ტყის ხანძრის კერა განვითარდა. როგორც ადგილობრივი მედიიდან ხდება ცნობილი, ხანძარს ერთი მოხალისე მეხანძრე, 38 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. მას ათენში გარე განათების ბოძი დაეცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები