გერმანია წყალდიდობის შედეგად დაზარალებულებისთვის დასახმარებლად თანხას გამოყოფს
გერმანია ძლიერი წყალდიდობის შედეგად დაზიანებული შენობების აღსადგენად 10 მილიარდ ევროს გამოყოფს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Der Spiegel ავრცელებს.
აღნიშნული თანხას რეგიონული და ფედერალური ხელისუფლება გამოყოფს. საჭიროების შემთხვევაში დახმარება შესაძლოა გაიზარდოს. აღსანიშნავია, რომ გარდა შენობა-ნაგებობებისა თანხმები მიმართული იქნება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის აღსადგენად.