რუსეთმა უნდა შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელ „თვითერში“ წერს.
„მეორე დღეა, აღინიშნება 13 წელი საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიიდან და საქართველოს რეგიონების ოკუპაციიდან. ცოტა ხნის წინ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტზე განაჩენი გამოიტანა და დაადგინა, რუსეთი ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი 2008 წლის აგვისტოს ომში პასუხისმგებელია ადამიანი უფლებების ოთხ დარღვევაზე. რუსეთმა უნდა შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებაში.