CNN-მა ოფისში COVID -19– ის საწინააღმდეგო ვაქცინის ჩატარების გარეშე მისვლის გამო სამი თანამშრომელი გაათავისუფლა

CNN-მა ოფისში COVID -19– ის საწინააღმდეგო ვაქცინის ჩატარების გარეშე მისვლის გამო სამი თანამშრომელი გაათავისუფლა.

ტელეკომპანია CNN-მა, ოფისში COVID -19– ის საწინააღმდეგო ვაქცინის ჩატარების გარეშე მისვლის გამო სამი თანამშრომელი გაათავისუფლა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, პრეზიდენტმა ჯეფ ზაკერმა განუცხადა თანამშრომლებს, რომ კომპანიას აქვს ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა ასეთ შემთხვევებში და თანამშრომლებს ვაქცინაცია მოსთხოვა.

ამიერიდან, ვაქცინაციის მტკიცებულების წარდგენა CNN-ის ოფისში შესვლის პროცესის ფორმალური ნაწილი შეიძლება გახდეს.

გარდა ამისა, CNN-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, თანამშრომლების ოფისში დაბრუნება ოქტომბრამდე გადაიდება ქვეყანაში covid -19 ის შემთხვევების ზრდის გამო

როგორც გამოცემა აღნიშნავს, CNN– ს აქვს ოფისების უმეტესობა ღია იმ თანამშრომლებისთვის, რომელთაც სურთ იქ ნებაყოფლობით იმუშაონ, იმ პირობით, რომ ისინი სრულად არიან აცრილნი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები