ანტალიაში ხანძრების მართვა შესაძლებელი გახდა
ანტალიის პროვინციის მანავგათისა და გუნდოღმუშის რაიონებში ტყის ხანძრები კონტროლზეა აყვანილი.
ამის შესახებ თურქეთის სოფლისა და სატყეო მეურნეობის მინისტრმა ბექირ პაკდემირლიმ განაცხადა.
მანამდე კი, თურქეთის სატყეო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ 200 ხანძრიდან 12-ია დარჩენილი, მათ შორის ცხრა თურქეთის საკურორტო პროვინციებში ანტალიასა და მუგლაში.
მანავგათში ტყის ხანძარი 29 ივლისიდან მძვინვარებს, რის შემდეგ სტიქიური უბედურება ქვეყნის სამხრეთ პროვინციებზეც გავრცელდა.
ტყის ხანძრებს 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 864-მდე დაშავდა.