სოფელ გიორგეთში საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგეთში საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სააღმზრდელო დაწესებულება 75 აღსაზრდელზეა გათვლილი. ამის შესახებ “კვირას” ლაგოდეხის მერიიდან აცნობეს. 

მათი ინფორმაციით, ბაღის შენობის რეაბილიტაციასთან ერთად, ოეწყობა ეზო ასფალტო ბეტონის საფარით და დეკორაციული ბეტონის ქვით, დამონტაჟდება გასართობი ატრაქციონები.

სამუშაოების დასრულების შემდეგგიორგეთის საბავშვო ბაღი ერთერთი საუკეთესო ბაღი იქნება, ის სრულად დააკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები