ჩინეთი მსოფლიოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 2 მილიარდ დოზას გადასცემს
ჩინეთი წელს მსოფლიოს ქვეყნებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 2 მილიარდ დოზას გადასცემს.
ამის შესახებ სახელმწიფოს მეთაურმა განაცხადა.
მისივე თქმით, ჩინეთი ვაქცინებს მთელ მსოფლიოს აწვდის, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებს.
გარდა ამისა, სი ძინპინის თქმით, პეკინი COVAX-ს 100 მილიონ დოლარს გამოუყოფს.
მისივე თქმით, თანხა მოხმარდება განვითარებად ქვეყნებზე ვაქცინების განაწილებას.
ჩინეთის სახელმწიფოს მეთაურის თქმით, ქვეყანა ყველაფერს გააკეთებს, რომ განვითარებად ქვეყნებს ვირუსთან ბრძოლაში დაეხმაროს.