ხულოს მერიის ფინანსური მხარდაჭერით, სოციალურად დაუცველი ოჯახისათვის საცხოვრებელი სახლის მშენებლობა მიმდინარეობს
ხულოს მერიის ფინანსური მხარდაჭერით, სოციალურად დაუცველი ოჯახისათვის საცხოვრებელი სახლის მშენებლობა მიმდინარეობს. ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.
შუშანა აბულაძის სოციალურად დაუცველი, შვიდწევრიანი ოჯახისათვის ახალი სახლის მშენებლობა “მუნიციპალიტეტში ავარიული სახლების მქონე კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი უკიდურესად გაჭირვებული ოჯახებისათვის საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ხელშეწყობის” პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს.
“პროგრამა ითვალისწინებს, უკიდურესად გაჭირვებული ოჯახებისათვის, საცხოვრებელისახლის მშენებლობაში ფინანსურ დახმარებას 10 000 ლარის ოდენობით.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წელს დაგეგმილია 40 ოჯახისათვისახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობაში ფინასური დახმარება, რისთვისაც ბიუჯეტში გათვალისწინებულია 400 000 ლარი”,- ნათქვამია ინფორმაციაში.