ათენში ხანძრებს ვერ აკონტროლებენ, მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია

 

ათენის ჩრდილოეთით მდებარე ორი ქალაქის ვოტონასისა და მარათონის მაცხოვრებლებს გამთენიისას სანაპიროსკენ გადასვლის რეკომენდაცია მისცეს, რადგან ტყის ხანძრები კონტროლიდან გამოვიდა.

ამის შესახებ Ekathimerini იტყობინება.

სახანძრო სამსახურში განაცხადეს, რომ ცეცხლის ძირითადი კერა რამდენიმე ფრონტზე გაიყო და სხვადასხვა მიმართულებით გავრცელდა. სახანძრო სამსახური ასევე ემზადება ძლიერი ქარისთვის, რომლებსაც ატიკასა და საბერძნეთის დანარჩენ ნაწილში პროგნოზირებენ.

განახლებული მონაცემებით, ათეულობით სახლია განადგურებული ან დაზიანებული, ხოლო ხანძრის შედეგად განადგურდა 4500 -დან 5000 ჰექტარამდე ფართობის ტერიტორია.

ამასთანავე, სტიქიური უბედურების შედეგად არავინ დაღუპულა, ჰოსპიტალიზაცია მხოლოდ რამდენიმე ადამიანს დასჭირდა, ძირითადად მეხანძრეებს.

მიმდინარე კვირას ათენის მახლობლად მდებარე ტერიტორიებიდან ათასობით ადამიანის ევაკუაცია მოხდა.

მეხანძრეები ხანძრის კერების კონტროლზე აყვანას ვერ ახერხებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები