მარტვილში, ხუწნის ადმინისტრაციულ ერთეულში საავტომობილო გზის ასფალტ-ბეტონის საფარით სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

მარტვილის მუნიციპალიტეტში ხუნწის ადმინისტრაციულ ერთეულში საავტომობილო გზის ასფალტ-ბეტონის საფარით რეაბილიტაციის პირველი ეტაპის სამუშაოები დაიწყო. ინფორმაციას მარტვილის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, მიმდინარე სამუშაოებს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა, მერიის ინფრასტრუქტურის ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურს თანამშრომელთან ერთად გაეცნო.

“პროექტის ფარგლებში დაიგება 2 300 მეტრი ასფალტ-ბეტონის საფარი, ასევე მოეწყობა სანიაღვრე არხები.
პროექტის ღირებულება 457 724 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს შპს „გზები“ ასრულებს.ხუნწში გზის მშენებლობა საქართველოს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები