პომპეი და ვანი – კურატორის ტური გაიმართება

8 აგვისტოს, 13:00 საათზე, ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში, საერთაშორისო გამოფენის „სიცოცხლე და სიკვდილი – დიდებული პომპეი” ფარგლებში, კურატორის ტურსი გაიმართება, რომელსაც გაუძღვება ვანის არქეოლოგიური მუზეუმის საგამოფენო კონცეფციის ავტორი ნინო ლორთქიფანიძე.
ორგანიზატორების ინფორმაციით, მონაწილეებს  შესაძლებლობა ექნებათ, ნახონ მრავალფეროვანი არქეოლოგიური მასალა პომპეის არქეოლოგიური პარკიდან და გაეცნონ ანტიკური სამყაროს ისტორიას ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ფუნქციის მქონე რვასაუკუნოვანი ქალაქების – პომპეისა და ვანის – დიდებული წარსულისა და ტრაგიკული დასასრულის ამსახველი გარკვეული ეპიზოდების მაგალითზე.
ტური განკუთვნილია უფროსი ასაკის აუდიტორიისთვის. მონაწილეობისათვის აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია: 579 146 517.
მისამართი: ვანი, ოთარ ლორთქიფანიძის ქუჩა 32.
გამოფენის შესახებ: https://bit.ly/3B2kyyB

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები