გერმანიაში ინფიცირების მაჩვენებელი 4-ჯერ არის გაზრდილი
გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი ბოლო ერთ თვეში დაახლოებით ოთხჯერ გაიზარდა.
რობერტ კოხის ინსტიტუტის უკანასკნელი მონაცემებით, 100 ათას სულ მოსახლეზე მაჩვენებელი 20.4 ადამიანს შეადგენს 7 დღის მონაცემით, წინა დღით ეს მაჩვენებელი იყო 19.4.
აღინიშნება, რომ ვაქცინაციის მიუხედავად, ინფიცირების მაჩვენებელი 2020 წლის ზაფხულის სეზონთან შედარებით მაღალია.
გასული დღის განმავლობაში, გერმანიის ჯანდაცვის ორგანოებმა 3448 ახალი შემთხვევა დააფიქსირეს. ერთი კვირის წინ, 24 საათში დაფიქსირდა 2,454 დაავადებული.
ამავდროულად, ერთ დღეში დაფიქსირდა გარდაცვალების 24 შემთხვევა, რაც 6-ით ნაკლებია ვიდრე ერთი კვირის წინ.
პანდემიის დაწყებიდან გერმანიაში 3 784 433 შემთხვევა დადასტურდა, 91 754 პაციენტი გარდაიცვალა.