კალაშნიკოვი: რუსეთი აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა და მომავალშიც უზრუნველყოფს

 

რუსეთის დუმის დსთ-ს საკითხთა, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის ლეონიდ კალაშნიკოვის განცხადებით, რუსეთი ხელს უწყობს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფას და ქვეყნებმა, რომლებიც ამას ოკუპაციას უწოდებენ, პირველ რიგში უნდა დააბრუნონ მათ მიერ დაკავებული უცხო ტერიტორიები.

“ჩვენ უზრუნველვყოფთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოებას ისევე, როგორც ჩვენ უზრუნველვყოფთ მრავალი სხვა ქვეყნის უსაფრთხოებას, რომლებიც ოდესღაც ერთ სახლში ცხოვრობდნენ, და ჩვენ ამას გავაგრძელებთ”, – განაცხადა კალაშნიკოვმა.

ამის შესახებ მან 7 ქვეყნის რუსეთისადმი მოწოდების კომენტირებისას თქვა, რომლებმაც აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ.დამოუკიდებლობის აღიარების უკან წაღება მოითხოვეს.

რუსი დეპუტატის თქმით, იმავე დიდმა ბრიტანეთმა, რომელიც შეუერთდა ამ განცხადებას, ჯერ უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები კვიპროსიდან, რადგან მან “დაიპყრო თავისი ყოფილი კოლონიის ტერიტორია, მიითვისა და საკუთრებად გაიხადა”, მაშინ როდესაც რუსეთის ფედერაცია “ეხმარება რესპუბლიკებს თავდაცვაში”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები