თურქეთში, სოციალურ მედიაში ხანძრებთან დაკავშირებით დახმარების თხოვნის გამო სისხლის სამართლის საქმე აღძრა

ანკარის მთავარმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება სოციალური მედიაში მიმდინარე კამპანიასთან დაკავშირებით, რომლის დროსაც ჰეშთეგით „დაეხმარე თურქეთს“ ადამიანები მთელს მსოფლიოს ტყის ხანძრებთან ბრძოლაში დახმარებას სთხოვენ.

ამის შესახებ Hurriyet Daily News წერს.

პროკურატურაში განაცხადეს, რომ ასეთ პოსტების მიღმა ხედავენ მცდელობას ქვეყანა წარმოაჩინონ როგორც უძლური ხანძრებთან ბრძოლაში, ასევე “პანიკისა და შიშის დანერგვის მცდელობაა საზოგადოებაში”.

”დადგინდა, რომ ზოგიერთი პირი ცდილობს გამოიწვიოს შფოთვა და პანიკა და დაამციროს ქვეყანა და მთავრობა, ბოტების ან ნამდვილი გვერდების გამოყენებით”,- აღნიშნეს პროკურატურაში.

პროკურატურამ აღძრა საქმე “თანამდებობის პირთა შეურაცხყოფის”, “პრეზიდენტის შეურაცხყოფის”, “მთავრობისა და სახელმწიფოს იმიჯის შელახვის”, “საზოგადოებაში შფოთვის, შიშისა და პანიკის დათესვის” და “მტრობისკენ წაქეზების” მუხლებით.

გამომძიებლები იმ პირების ინდენტიფიცირებას მოახდენენ, რომლებიც ბოტებს მართავდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები