6 აგვისტოს, ღამის საათებში რიკოთის უღელტეხილზე გადაადგილება ორივე მიმართულებით აიკრძალება
6 აგვისტოს, 02:00 საათიდან 05:00 საათამდე, რიკოთის უღელტეხილზე, ორივე მიმართულებით ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება აიკრძალება. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრულო პოლიცია ავრცელებს.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ რიკოთის უღელტეხილზე დაგეგმილი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, 6 აგვისტოს, 02:00 საათიდან 05:00 საათამდე, უღელტეხილზე, ორივე მიმართულებით ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება აიკრძალება.
ასევე, გაცნობებთ, რომ დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტი გადაადგილებას შეძლებს ზესტაფონი-ჭიათურა-საჩხერე-გომის მიმამრთულებით, ხოლო აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები – გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის მიმართულებით”, – ნათქვამია განცხადებაში.