“ევროპის უნივერსიტეტი” აბიტურიენტებს სპეციალური შეთავაზებით მიმართავს
“ევროპის უნივერსიტეტი” აბიტურიენტებს სპეციალური შეთავაზებით მიმართავს.
როგორც უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, აბიტურიენტები, რომლებიც ევროპის უნივერსიტეტს პირველ პრიორიტეტად აირჩევენ, უნივერსიტეტისგან 1000 ლარიან შიდა დაფინანსებას, პროგრამის ხანგრძლივობის სრული ვადით მიიღებენ.
აღნიშნული პროექტისთვის, უნივერსიტეტმა გამოყო 3 000 000 (სამ მილიონიანი) ბიუჯეტი. შესაბამისად, ქართულენოვანი საბაკალავრო პროგრამების შემთხვევაში, სტუდენტი ისარგებლებს 4000 ლარიანი, სტომატოლოგიის შემთხვევაში 5000 ლარიანი, ხოლო დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი პროგრამის შემთხვევაში – 6000 ლარიანი შიდა საუნივერსიტეტო გრანტით.
აღსანიშნავია, რომ “ევროპის უნივერსიტეტს” აქვს ასევე გაცვლითი პროგრამები ამერიკის, ევროპისა და აზიის თითქმის ყველა უნიერსიტეტში სპეციალობების მიხედვით. უნივერსიტეტი თანამშრომლობს 22 ქვეყნის 46 უცხოურ უნივერსიტეტთან, რომელთაგან 20 ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებშია.