უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი: ჩემი ყველაზე დიდი შეცდომაა, რომ რუსეთის მჯეროდა

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ლეონიდ კრავჩუკის თქმით, მისი ყველაზე დიდი შეცდომა არის ის, რომ რუსეთის სჯეროდა.

ამის შესახებ მან უკრანული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

“ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა ის არის, რომ მე მჯეროდა რუსეთის. არ მქონდა ამის უფლება. როდესაც მოსკოვში ვსწავლობდი (1967 წლიდან 1970 წლამდე), უკვე 30 წელს გადაცილებული ვიყავი. მე მქონდა წვდომა ლენინის ბიბლიოთეკასთან, არქივებთან, რაც არავის ჰქონდა. იმდენი ვიცოდი რუსეთის შესახებ, ლენინზე, ყველაფრის შესახებ, რაც მაშინ არავინ იცოდა. მე მეგონა ისიც იცვლებოდა. და საბოლოოდ შეიცვლებოდა “, – განმარტა კრავჩუკმა.

უკრაინის ექსპრეზიდენტის თქმით, ის დარწმუნებული იყო, რომ რუსეთი სხვა სახელმწიფოების მიმართ გამოიყენებდა” არა ძალის კომპონენტს, არამედ დიპლომატიურს – მათთან მოლაპარაკებისთვის”.

“ის ისეთივე დარჩა,როგორიც იყო. მე კი, ვიცოდი ბევრი ისეთი რამ, საიდანაც დასკვნები უნდა გამომეტანა. მაგრამ არ გავაკეთე. და მხოლოდ მოგვიანებით, როდესაც გავხდი პრეზიდენტი, როდესაც დაისვა კითხვა დამოუკიდებელი უკრაინის მშენებლობის შესახებ, მივხვდი ვინ მიშლიდა ყველაზე მეტად ხელს. ეს იყო რუსეთი, ” – თქვა კრავჩუკმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები